Saturday, March 17, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა


პროექტი:   საყვარელი   ცხოველები;

პროექტის მთავარი იდეა:  
შინაური  და  გარეული ცხოველების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

პროექტის აქტუალობა:  
ცხოველების სარგებლიანობა ადამიანებისათვის.
მასთან უსაფრთხოების წესების დაცვა,ჰიგიენის დაცვა.

პროექტის მიზნები:  
მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას მათი საყვარელი და საინტერესო ცხოველების შესახებ.მათი სასარგებლო თვისებების შესახებ.მშობლების დახმარებით შეაგროვებენ შინაური და გარეული ცხოველების შესახებ  სურათებს.განუვითარდებათ  კვლევა –ძიების უნარი.
მონაწილეთა ასაკი:  
5–6 წელი;

ხანგრძლივობა:  
3 კვირა;

მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები ისტ–ის საშუალებით შეაგროვებენ შინაური და გარეული ცხოველების სურათებს,მოეწყობა პრეზენტაცია  .მოწვეული იქნებიან  პარალელური კლასის მოსწავლეები;დახატავენ მათთვის საყვარელ ცხოველებს რაც განთავსდება ბლოგზე. 

პროექტის მსვლელობა
მასწავლებელი  მოსწავლეებს დაყოფს  ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფს მოსწავლეებისა დაავალებს შეაგროვონ ინფორმაცია შინაური ცხოველების შესახებ ,ხოლო მეორე ჯგუფს – გარეული ცხოველების შესახებ. მოიპოვონ ინფორმაცია ცხოველების სასარგებლო თვისებების შესახებ.დახატონ მათთვის საყვარელი და საინტერესო ცხოველები და უჩვენონ მეგობრებს .ასევე  ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია.გაიაზრონ რა სარგებლობა მოაქვს ცხოველს ადამიანებისათვის  და რა როლი აქვთ მათ ბუნებაში.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,ფორმატი, თაბახის ფურცლები და კალმები, ფერადი ფანქრები;

საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოცემული პროექტის საშუალებით ვახდენთ ბუნებასთან ინტეგრირებას.დაგეგმილი სასწავლო პროექტი უკავშირდება საგანმანათლებლო სტანდარტსა და შინაარსს.

პროექტის ხელმძღვანელი:
ნუცა ხონელიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
nucaxonelidze@gmail.com.

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
nucaxonelidze.blogspot.com